ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

მიღება სასერტიფიკატო კურსზე „სამართლიანი საზოგადოება: კანონის უზენაესობა და კეთილდღეობაზე ხელმისაწვდომობა“

ახალი ამბები

ცხადდება მიღება სასერტიფიკატო კურსზე „სამართლიანი საზოგადოება: კანონის უზენაესობა და კეთილდღეობაზე ხელმისაწვდომობა" 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს კანონის უზენაესობისა და კეთილდღეობის სახელმწიფოების წარმოშობის, განვითარებისა და გამოწვევათა შესახებ ცოდნის გაღრმავება, იმ სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური პირობების სიღრმისეულად შესწავლა, რომლებიც აყალიბებს უფლებებს და განაპირობებს კეთილდღეობაზე (არა)თანაბარ ხელმისაწვდომობას – კონცეპტუალური ცოდნისა და ანალიტიკურ უნარების შესაძენად.  

კურსი აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა დისციპლინების სტუდენტებს, რითაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ჩამოყალიბებასა და ცოდნის გაცვლას.

კურსზე მიღებას აცხადებს სამხრეთ დანიის უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრთან ერთად.  

კურსზე დაშვების წინაპირობები: კურსზე დაიშვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკის მეცნიერების, სოციალური მუშაობის, საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების (ან სხვა მომიჯნავე დარგის) სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე (როგორც წერის, ასევე ზეპირი მეტყველების უნარს).

საფასური: სტუდენტებისთვის კურსი უფასოა, ხარჯებს მთლიანად ფარავს სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის პროექტი „Just Society”.

დრო და ადგილმდებარეობა: კურსი წარიმართება დისტანციურად, მხოლოდ პირველი ორი შეხვედრა გაიმართება ადგილზე, აუდიტორიაში.

კურსის ხანგრძლივობა: 15 კვირა


სერტიფიკატის გაცემა

კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მსმენელს გადაეცემა სამხრეთ დანიის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

კურსზე რეგისტრაციისთვის (სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე და რეზიუმე) გადადით ბმულზე:

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 მარტი, 2024.

2023 წლის კურსდამთავრებულის რეკომენდაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://youtu.be/Xnd6D9BQDRQ

დამატებითი ინფორმაცია:

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ: ppdc@iliauni.edu.ge

 2024

ბანერები