ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ონლაინტრენინგი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ ონლაინტრენინგზე "ABLLS-R".

შეფასების ინსტრუმენტი აფასებს "ABLLS-R" აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევების მქონე ბავშვების ენისა და დასწავლის ბაზისურ უნარებს.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან "ABLLS-R"-ს და შეძლებენ ბავშვის ენისა და დასწავლის ბაზისური უნარების შეფასებას, შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით კი ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებას.

ტრენინგს ჩაატარებენ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერები:

  • სალომე მინდორაშვილი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი
  • ანი შაყულაშვილი, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი

დრო: 31 ოქტომბერი

სამუშაო ენა: ქართული

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ამჟამად მუშაობენ აუტიზმის სპექტრის ან განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/WHJ91wUT7VH6Ub3r8

ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 595 69 99 91

2025

 

ბანერები