ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

Corel Draw და Adobe Illustrator – უფასო ონლაინკურსი ილიაუნის არქიტექტურის სტუდენტებისთვის

ახალი ამბები

თუ ხარ ილიაუნის არქიტექტურის მიმართულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი ან კურსდამთავრებული და გსურს დაეუფლო გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის ტექნიკებს, Corel Draw-ისა და Adobe Illustrator-ის უფასო ონლაინკურსი შენთვისაა!

კურსი თეორიული ცოდნის გარდა მოგცემს პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარება საკუთარ პროფესიაში.


როგორ გახდე პროექტის მონაწილე:

პროექტში მონაწილეობის მისაღებისთვის საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2024 წლის 15 თებერვლისა.

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/xELPBWd5BeU9Cxi29

სააპლიკაციო ფორმაში წარმოდგენილი იყოს არქიტექტურის მიმართულებით სასწავლო ცნობა ან კურსდამთავრებულის დიპლომი.

წინაპირობა: კურსისთვის საჭიროა გამართული ლეპტოპი ან კომპიუტერი, რომელზეც შესაძლებელი იქნება პროგრამა Adobe illustrator-ში და Corel Draw-ში მუშაობა https://shorturl.at/iFKLU

კურსი დაიწყება 24 თებერვლიდან.

შეხვედრის დღეები: შაბათ-კვირა, 11:00  საათიდან 12:00 საათამდე.

ტრენინგები გაგრძელდება 1,5 თვეს.

სამუშაო ენა: ქართული


შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა  უგვიანეს 2024 წლის 23 თებერვლისა.

კურსის ბოლოს სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა გაცდენილი ლექციების რაოდენობა არ აღემატებოდეს 20 %-ს.

კურსი ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრ ფაბლაბთან ერთად შეიქმნა.

ფაბლაბ ილიაუნი – https://bit.ly/2IOWh7Z

2024

 

 

ბანერები