ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

უნილაბი სკოლაში: დაფინანსებული კურსები სკოლის მოსწავლეებისთვის

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლა მთელი საქართველოს საშუალო საგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს ახალ საგანმანათლებლო პროექტს „უნილაბი სკოლაში“. პროექტი „უნილაბი სკოლაში“ დისტანციურად განხორციელდება სკოლის მე-8-მე-12- კლასელებისთვის.

მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ღია ლექციების ფორმატით გაეცნონ თანამედროვე პროფესიებს, ასევე მოიპოვონ დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და გაიარონ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სამი პრაქტიკული კურსიდან ერთ-ერთი:

  • გრაფიკული დიზაინი
  • Unity 3D
  • C#

შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის გავლის ხარჯებს სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.


პროექტის ეტაპები

პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება.

  • პირველი ეტაპი მოიცავს სატესტო დავალებას, რომლის წარმატებით შესრულებაც განსაზღვრავს დაფინანსების მოპოვებისა და კურსის გავლის შესაძლებლობას.
  • მეორე ეტაპზე შერჩეული მოსწავლეები, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მოიპოვებენ დაფინანსებას, გაივლიან სამი პრაქტიკული კურსიდან (გრაფიკული დიზაინი; Unity 3D; C#) ერთ-ერთს; სასწავლო პროცესი წარიმართება სინქრონულ-დისტანციურ ფორმატში (Synchronous distance learning). თითოეული კურსი მოიცავს 14 ლექციას. კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეები იმუშავებენ რეალურ პროექტებზე.
  • მესამე ეტაპზე კი მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა კურსის ფარგლებში შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით 1 თვის განმავლობაში იმუშაონ რეალურ პროექტებზე. ამ პერიოდში მათ კონსულტაციებს ლექტორები გაუწევენ.

პროექტის მონაწილეთ ექნებათ საშუალება შეიძინონ ცოდნა თანამედროვე პროფესიებში, ისარგებლონ უნილაბის სადისკუსიო სივრცით, დასვან შეკითხვები, მიიღონ რჩევები და რეკომენდაციები გამოცდილი ლექტორებისა და სტუდენტებისაგან, იმუშავონ რეალურ პროექტებზე და პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა.


პრიზი

სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებულ ფინალურ პროექტებს შეაფასებს პროექტის ჟიური. თითოეული კურსის ფარგლებში გამოვლინდება რჩეული პროექტი. რჩეული პროექტის ავტორი დასაჩუქრდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირობებიანი სასტიპენდიო ვაუჩერით.


ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია მე-8-მე-12 კლასის ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც დაინტერესებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით, სურს ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და წარმატებით შეავსებს სააპლიკაციო ფორმას 2021 წლის 6 ივნისის ჩათვლით.

როგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ თქვენთვის საინტერესო კურსის სააპლიკაციო ფორმა 2021 წლის 6 ივნისის ჩათვლით.

  • კურსის „გრაფიკული დიზაინი“ სააპლიკაციო ფორმა - https://bit.ly/33u0q9b
  • კურსის „Unity 3D“ სააპლიკაციო ფორმა - https://bit.ly/2R7KeI1
  • კურსის „C#“ სააპლიკაციო ფორმა - https://bit.ly/3bfU01J

რას მომცემს პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას:

  • მეტი ინფორმაცია მიიღო მომავლის პროფესიებზე;
  • ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩინო ინტერესის სფერო და შესაბამისად გაიღრმავო ცოდნა;
  • გაეცნო ისეთ ინფორმაციას, რომელიც სასკოლო პროგრამაში არაა გათვალისწინებული;
  • თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული დავალებების საშუალებით დაეუფლო შენთვის საინტერესო პროფესიის საფუძვლებს;
  • შეიძინო ახალი მეგობრები ტექნოლოგიების სამყაროდან.

პროექტის პარტნიორები


სწრაფი ბმულები კურსების შესახებ


დამატებითი ინფორმაციისთვის
ბანერები