ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

ტუშას უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა

კონკურსები

ტუშას უნივერსიტეტი (იტალია) აცხადებს კონკურსს 2021/22 აკადემიური წლისთვის სამაგისტრო პროგრამებზე სტიპენდიების გაცემის მიზნით.

სასტიპენდიო პროგრამა გამოცხადებულია შემდეგი ინგლისურენოვანი მიმართულებებისათვის:

  • ცირკულარული ეკონომიკა;
  • უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები;
  • მეტყევეობა და გარემოს დაცვის მეცნიერებები.

დამატებით იტალიურენოვანი პროგრამების ჩამონათვალი მოცემულია თანდართულ დოკუმენტში.

სტიპენდია მოიცავს:

  • სწავლის საფასურის დაფინანსებას;
  • სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებას ერთი წლით;
  • ერთჯერად კვებას ან 100 ევროს ყოველთვიურად კვების ხარჯებისათვის;
  • ვიზის მოსაკრებლისა და სამგზავრო ხარჯების დაფარვას 500 ევროს ფარგლებში.

დამატებითი სტიპენდიის მოსაპოვებლად რეკომენდებულია განაცხადის გაკეთება ვებგვერდზე: https://bit.ly/3g8Ijgs

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31 მაისი, 2021

კონკურსის წინაპირობებისა და სხვა დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გაეცნოთ დანართსა და ვებგვერდს: https://bit.ly/2QoPMxd

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები