ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

ტარტუს უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა

ახალი ამბები

გაცნობებთ, რომ ტარტუს უნივერსიტეტის ნარვას კოლეჯი აცხადებს 2018 წლის

სასტიპენდიო პროგრამას - “Multilingual education and CLIL (content and Language Integrated Learning) Methodology” გაზაფხულის გაცვლითი სემესტრისათვის.

სტიპენდიები გათვლილია იმ ბელარუსი, ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ მაგისტრატურის საფეხურზე განათლების, მასწავლებელთა გადამზადების ან ნებისმიერი მსგავსი მიმართულებით. სტიპენდიები სრულად ფინანსდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

2018 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სულ გაიცემა 10 სტიპენდია.

აპლიკაციების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 30 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.narva.ut.ee/en/semesterscholarships

ბანერები