ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

„რა ძირითადი გამოწვევა არსებობს საქართველოს წინაშე და რა წვლილის შეტანა შეუძლია უნივერსიტეტს მის დაძლევაში?“ – ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე: „რა ძირითადი გამოწვევა არსებობს საქართველოს წინაშე და რა წვლილის შეტანა შეუძლია უნივერსიტეტს მის დაძლევაში?“

საუკეთესო ესეების ავტორები მონაწილეობას მიიღებენ გასვლით სემინარებში, რომლებსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები გაუძღვებიან, ასევე ჩაერთვებიან კვლევით პროექტებში.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის ნებისმიერი მიმართულებისა და კურსის სტუდენტს.

საკონკურსო მოთხოვნები

  • ესეში ავტორმა უნდა განიხილოს, მისი აზრით, საქართველოს წინაშე არსებული ერთი-ერთი ძირითადი მნიშვნელოვანი გამოწვევა;
  • ერთ ავტორს საკონკურსოდ მხოლოდ ერთი ესეს წარმოდგენა შეუძლია;
  • ესე უნდა იყოს ქართულ ენაზე 500-დან 1500 სიტყვამდე, ფონტი – Sylfaen, PDF ფორმატში;
  • ნაშრომში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული მისამართი, ფაკულტეტი, მიმართულება / პროგრამა (მონაცემების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება);
  • ნაშრომი უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე pr@iliauni.edu.ge არა უგვიანეს 2020 წლის 3 თებერვლისა (მეილის subject ველში მიუთითეთ – ესეების კონკურსი)

ნაშრომს, რომელიც საკონკურსო მოთხოვნების გათვალისწინებით არ იქნება მოწოდებული, ჟიური არ განიხილავს.

ბანერები