პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩების შესარჩევი კონკურსი
კონკურსები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იწვევს მოტივირებულ სტუდენტებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას და უზრუნველყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ.
ახალგაზრდა ელჩები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხარდაჭერით თბილისსა და რეგიონებში 2020 წლის განმავლობაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და პერსონალური მონაცემთა დაცვის თემაზე იმუშავებენ. ამ მიზნით კი შეხვედრებსა და ღონისძიებებს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან გამართავენ.
ინიციატივა ითვალისწინებს პროექტში ჩართული სტუდენტების განვითარების ხელშეწყობას. ამ მიზნით შერჩეული ელჩები მონაწილეობას მიიღებენ ზამთრის სკოლაში და გაივლიან ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით.
პროექტის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და შესაბამისი რეკომენდაცია.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
-
იყოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი;
-
ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება;
-
იყოს მოტივირებული, პრეზენტაბელური, აქტიური, ორგანიზებული და ჰქონდეს ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.
კანდიდატთა შერჩევის ეტაპები:
- განაცხადების მიღება და გადარჩევა;
მსურველებმა ელფოსტაზე (office@stateinspector.ge) უნდა გაგზავნონ:
-
რეზიუმე;
-
მიუთითონ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია;
-
თავიანთი ხედვა, როგორ წარმოუდგენიათ ადგილზე აღნიშნული პროგრამის განხორციელება (წერილობითი ფორმით);
-
პროგრამაში მონაწილეობის მოტივაციის დასაბუთება (აუდიო-ვიდეო ჩანაწერის ფორმით).
კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს, კანდიდატები შეირჩევიან განცხადებების გადარჩევისა და გასაუბრების გზით.
დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილეთ ბმული.
2020 წ.