ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

NATO Science for Peace and Security Programme: კონკურსი სტიპენდიის მოსაპოვებლად

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ნატოს პროგრამით „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის / NATO Science for Peace and Security Programme“ განხორციელებული პროექტის „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სირთულეებთან გამკლავების შეტყობინებისა და მართვის ქსელის შექმნის / Network for Alerting and Managing Public Safety and Resilience – REACT“ ფარგლებში, გამოცხადდა კონკურსი სტიპენდიის მოსაპოვებლად.  

სტიპენდიის გაცემის ხანგრძლივობა: 11 თვე 

გაცემის დაწყების ვადა: 2022 წლის თებერვალი 

სტიპენდიის ოდენობა: 400 ევრო (ეკვივალენტი ლარში).

კონკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებს, დოქტორანტებს, მაგისტრებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს ეკოლოგიური კვლევების მიმართულებით, რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ 30 წელი.

აპლიკანტს უნდა ჰქონდეს სენსორებთან ურთიერთობის ინფორმაცია/გამოცდილება, ერკვეოდეს ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელ აგენტებსა და მათგან გამოწვეულ ზიანში.

გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი სამეცნიერო სტატია საერთაშორისო რეფერირებულ სამეცნიერო ჟურნალში.  ინგლისურ ენას უნდა ფლობდეს მინიმუმ B ენობრივ დონეზე.

აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:

ა) ავტობიოგრაფია(CV) თანდართული სურათით;

ბ) სამოტივაციო წერილი მოკლე აღწერით, რატომ სურს პროექტში მონაწილეობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია გაგზავნეთ შემდეგ ელმისამართებზე:

განაცხადის მიღების ვადა: 20 იანვარი, 18:00 საათი, 2022 წელი

შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 2022 წლის 21-დან 26 იანვრის ჩათვლით. კონკრეტული დროის შესახებ აპლიკანტს პროექტის ხელმძღვანელი დამატებით აცნობებს ელექტრონულ ფოსტაზე.

2022 წელი

ბანერები