
კონკურსები
8 აპრილი, 2021

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
7 აპრილი, 2021

კონკურსები
24 მარტი, 2021
კორეის კვლევების აკადემიის (AKS) სასტიპენდიო პროგრამა
კონკურსები
გამოცხადდა კორეის კვლევების აკადემიის სასტიპენდიო პროგრამა AKS Graduate Fellowship. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს, რომლებიც მუშაობენ კორეის კვლევების მიმართულებით, შესაძლებლობა აქვთ, 6 თვის განმავლობაში განახორციელონ კვლევითი საქმიანობა კორეის რესპუბლიკაში.
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობას:
- უნდა ირიცხებოდეს სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე;
- დასრულებული უნდა ჰქონდეს სამაგისტრო პროგრამის სასწავლო კურსი, ამჟამად მუშაობდეს სადიპლომო ნაშრომზე და ჰქონდეს ABD (All But Dissertation) სტატუსი;
- სამეცნიერო თემა უნდა ეხებოდეს კორეას/კორეასთან დაკავშირებულ კვლევებს.
სტიპენდია მოიცავს:
- ყოველთვიური სტიპენდია – 660 USD;
- ორმხრივი ავიაბილეთები;
- კამპუსის საცხოვრებელში განთავსება;
- კორეული ენის უფასო კურსები.
სტიპენდიის პერიოდი: 1-ლი სექტემბერი, 2021 – 28 თებერვალი, 2022 (6 თვე)
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული აპლიკაცია.
განაცხადების წარდგენის პერიოდია: 19 აპრილი, 2021 წ., 10:00-დან –14 მაისი, 2021 წ., 17:00 საათამდე (კორეის დროით)
დამატებითი ინფორმაციისა და აპლიკაციაში ასატვირთი დოკუმენტების სიის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.