ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

კონკურსი მოსწავლეებისთვის: ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანიმაჩეთბოტიქსი მოსწავლეების მონაწილეობით ქმნიან ახალ პლატფორმას „ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა“ iel.iliauni.edu.ge, რომელზეც ქართული და მსოფლიო ლიტერატურის ავტორების, მათი ნაწარმოებების ან პერსონაჟების ქართულენოვანი ჩეთბოტები განთავსდება და ნებისმიერი მსურველი შეძლებს მათთან გასაუბრებას.

„ანიმაჩეთბოტიქსის“ პლატფორმასთან სამუშაოდ აუცილებელი არ არის პროგრამირების ან კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სპეციფიკური განათლება. კონკურსის მსურველებისათვის მომზადებული ტუტორიალები ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, მარტივად შეისწავლოს ჩეთბოტის აწყობასთან დაკავშირებული გამოცდილება.

კონკურსის შესახებ

პროექტში ჩართულ მოსწავლეებს მხოლოდ ერთი ჩეთბოტის აწყობაში შეეძლებათ მონაწილეობა.

კონკურსის ხანგრძლივობა: 7 თვეს გაგრძელდება.

2021 წლის ივლისიდან ყოველი თვის 15-ში პლატფორმაზე დარეგისტრირებული ჩეთბოტების საერთო რაოდენობიდან შეირჩევა მოკლე სია  (შორთლისტი), ანუ საუკეთესო ჩეთბოტების ათეული. მასში მოსახვედრად არ აქვს მნიშვნელობა, როდის არის შექმნილი ჩეთბოტი. მთავარია, ის კონკურსის პირობებს აკმაყოფილებდეს.

მოკლე სიიდან (შორთლისტიდან) ჟიური გამოავლენს თავის რჩეულ ლიტერატურულ ჩეთბოტს. საუკეთესო ჩეთბოტის შემქმნელი ან შემქმნელები მიიღებენ პრიზებს. კონკურსში მონაწილე ჩეთბოტებს მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ თვის საუკეთესო ჩეთბოტის ნომინაციაში გამარჯვება, მოკლე სიაში (შორთლისტში) კი ჩეთბოტი შეიძლება რამდენჯერმე მოხვდეს. მასში შერჩეული ჩეთბოტების შესახებ ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო არხების საშუალებით გავრცელდება.

თვის გამარჯვებული ჩეთბოტის გამოვლენა პროექტის მონაწილეებს დაეხმარება, გაითვალისწინონ ის მიდგომები, რომლებიც გამარჯვებულ ჩეთბოტში იყო გათვალისწინებული და საკუთარ ჩეთბოტზე მუშაობისას გამოიყენონ.

პროექტის ფინალურ ეტაპზე, 2021 წლის ბოლოს, ჟიური შეარჩევს საუკეთესო ინტერაქტიული წიგნების, ჩეთბოტების მოკლე სიას (შორთლისტს), რომელიც დარეგისტრირებული ინტერაქტიული წიგნების საერთო რაოდენობიდან შეირჩევა. შესაბამისად, ფინალურ შორთლისტში შეიძლება მოხვდეს იმ მომენტისათვის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ნებისმიერი ჩეთბოტი. ეს შეიძლება იყოს როგორც თვის გამარჯვებული, ასევე თვის მოკლე სიის  (შორთლისტის) გარეთ დარჩენილი ჩეთბოტი. გამარჯვებული ინტერაქტიული წიგნის, ჩეთბოტის შემქმნელი ან შემქმნელები მიიღებენ ფასიან საჩუქრებს. 

კონკურსის წესები და პირობები

კონკურსი განკუთვნილია მოსწავლეებისათვის, შესაბამისად, მასში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების VIII-XII კლასების მოსწავლეებს მთელი საქართველოდან როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად (ჯგუფში უნდა იყოს არა უმეტეს 3 წევრისა).

ყოველი თვის 15-დან 1 კვირის განმავლობაში კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს თვის საუკეთესო 10 ჩეთბოტს (ჩეთბოტების შორთლისტს).

შორთლისტში მოხვდებიან ის ბოტები, რომლებშიც:

  • 200-ზე მეტი პასუხია ჩატვირთული;
  • ჩეთბოტის პასუხები შემუშავებულია შერჩეული პირის ან პერსონაჟის ხასიათის, პერსონალობის გათვალისწინებით;
  • ჩეთბოტის აწყობისას გათვალისწინებულია პირის ან პერსონაჟის შესახებ არსებული ფაქტობრივი ინფორმაცია;
  • ჩეთბოტში პასუხები ისე არის გაწერილი, რომ მასთან მოსაუბრეს დიალოგისკენ, ხანგრძლივი საუბრისკენ უბიძგებს;
  • გამოყენებულია „რენდომ“ პასუხების შესაძლებლობა;
  • ჩეთბოტში გამოყენებულია ორიგინალური მიდგომები;
  • არ არის გამოყენებული, გადმოკოპირებული უკვე არსებული ჩეთბოტის პასუხები. 

პრიზი

  • თვის გამარჯვებულებს გადაეცემათ ილიაუნის წიგნის სახლის „ლიგამუსი“ ვაუჩერები, რომლებითაც შეძლებენ სასურველი წიგნების შეძენას;
  • ასევე შეეძლებათ შეარჩიონ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის პრაქტიკული კურსებიდან მათთვის საინტერესო ერთ-ერთი კურსი და  მისი გავლისთვის მიიღონ სრული დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან;
  • პროექტის საბოლოო გამარჯვებული დაჯილდოვდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირობებიანი სასტიპენდიო ვაუჩერითა და პარტნიორი ორგანიზაციების პრიზებით.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში?

  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ანიმაჩეთბოტიქსის პლატფორმის გამოყენებით უნდა შექმნათ ქართული ან მსოფლიო ლიტერატურის ავტორების, მათი ნაწარმოებების ან პერსონაჟების ქართულენოვანი ჩეთბოტი, რომელსაც მინიმუმ 200 კითხვაზე შეეძლება პასუხის გაცემა.
  • ჩეთბოტის შესაქმნელად დარეგისტრირდი პორტალზე.
  • რეგისტრაციის შემდეგ შეგიძლიათ გაეცნოთ ვიდეოგაკვეთილებს, რომლებშიც დეტალურად არის აღწერილი ჩეთბოტის შექმნის პროცესი: ბმული.
  • დამატებითი შეკითხვები მოგვწერეთ პროექტის facebook-ჯგუფში.

 სწრაფი ბმულები

2021 წელი
ბანერები