ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის Short-term Studies ფარგლებში ლიეტუვის მიკოლას რომერის უნივერსიტეტისათვის

კონკურსები

გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის Short-term Studies პროგრამის ფარგლებში მობილობის განხორციელების მიზნით.

მობილობის დეტალები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს;
  • მობილობის განხორციელება შესაძლებელია ინგლისურ და/ან ლიეტუვურ ენებზე;
  • მობილობის მიმართულება შეზღუდული არ არის;
  • მიკოლას რომერის უნივერსიტეტის კურსების კატალოგი და ყველა ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ფინანსური უზრუნველყოფა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები:

ყოველთვიური სტიპენდია – დაახლოებით 400 EUR;

დოქტორანტურის საფეხურზე მყოფი კანდიდატები:

ყოველთვიური სტიპენდია – დაახლოებით 800 EUR.

კანდიდატისთვის გამოყოფილი სტიპენდიის ზუსტი რაოდენობა გამოითვლება კონკრეტული დღეების მიხედვით.

  • სწავლის საფასურს დაფარავს ლიეტუვის რესპუბლიკა და პირდაპირ გადასცემს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას;
  • სხვა ნებისმიერ საფასურს, როგორებიცაა: სტუდენტური კავშირის საფასური, ბიბლიოთეკის წევრობის საფასური და ა. შ., გადაიხდის სტიპენდიის მფლობელი;
  • სამგზავრო, ვიზისა და საცხოვრებლის ხარჯებს გადაიხდის სტიპენდიის მფლობელი.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატმა უნდა მიიღოს ოფიციალური თანხმობის წერილი შერჩეული ლიეტუვის უმაღლესი სასწავლებლისგან (მიკოლას რომერის უნივერსიტეტი ხელს მოაწერს პირობით ხელშეკრულებას, როგორც სტუდენტის თანხმობის დასტურს);
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი;
  • შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი (მინიმალური მოთხოვნა B2 დონე);
  • სავალდებულოა კანდიდატმა სემესტრში მოიპოვოს 30 ECTS კრედიტი.

ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:

  1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ონლაინსააპლიკაციო სისტემაში)
  2. პირობითი ხელშეკრულება სწავლისთვის (ფორმა უნდა აიტვირთოს აპლიკაციის შევსებისას ამ შაბლონის ფორმის გამოყენებით – დოკუმენტი მთლიანად უნდა შეივსოს და ხელმოწერილი იყოს სამივე მხარის მიერ: კანდიდატი, პასუხისმგებელი პირი მშობლიურ და მასპინძელ უნივერსიტეტებში). იხილეთ რეკომენდაციები პირობითი ხელშეკრულების შესავსებად.
  3. სარეკომენდაციო წერილი რეკომენდატორის ხელმოწერით (უზრუნველყოფილი ონლაინგანაცხადის სისტემაში ან ატვირთული განაცხადის ფორმაში ამ შაბლონის გამოყენებით).
  4. ინგლისური ან ლიეტუვური ენის (ან მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სხვა უცხო ენა) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. მისაღებია TOEFL, IELTS, CPE ან სხვა ფართოდ აღიარებული ინგლისური ენის ცოდნის სერტიფიკატები.                    იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი არ ფლობს  მათგან რომელიმე        სერტიფიკატს, ასევე მისაღებია მშობლიური უნივერსიტეტიდან ცნობა, რომელიც დაადასტურებს კანდიდატის უცხო ენის ცოდნას.  
  5.  სამოტივაციო წერილი (შეკითხვები იხილეთ ბმულზე).

ელექტრონული განაცხადი უნდა წარადგინოთ ონლაინგანაცხადის პლატფორმაზე: https://apply.scholarships.lt/en_GB/courses/course/237-shortterm-studies-students

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 5 აპრილი, 2021 წელი (23:59:59 Europe/Vilnius time)

11 მაისი, 2021 წელი – კანდიდატები მიიღებენ პასუხებს ელფოსტის საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://studyin.lt/scholarships/short-term-studies/

განაცხადის პროცედურის შესახებ შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ მიკოლას რომერის უნივერსიტეტს – incoming@mruni.eu ; erasmus@mruni.eu.

 

ბანერები