ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უფსალის უნივერსიტეტში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

კონკურსები

 Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის უფსალის უნივერსიტეტში მობილობის განხორციელების მიზნით.

მობილობის ხანგრძლივობა:

  • 7 სამუშაო დღე (დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის)

სტიპენდიის რაოდენობა:

  • ყოველდღიური სტიპენდია – 180 EUR
  • სამგზავრო ხარჯებისათვის – 360 EUR

სამუშაო ენები:

ინგლისური და/ან შვედური

მობილობის ვადები:

  • 1 სტიპენდია – ვიზიტი უნდა განხორციელდეს 2022 წლის 30 ივნისისათვის;
  • 7 სტიპენდია – ვიზიტი უნდა განხორციელდეს 2023 წლის 30 ივნისისათვის.

მობილობის ტიპი:

მობილობის განხორციელება შესაძლებელია სწავლების ან/და ტრენინგის მიზნით; პერსონალის მობილობა სწავლებისთვის გულისხმობს მასპინძელ უნივერსიტეტში კვირაში მინიმუმ 8 საათის დატვირთვით სწავლების აქტივობებს  (ლექცია, სემინარი, სწავლება). ტრენინგის მიზნით მობილობა გულისხმობს მსგავსი მიმართულებით მომუშავე დეპარტამენტში სამუშაოზე დაკვირვებას (job shadowing). პერსონალის ტრენინგი კი –სრულ განაკვეთზე მუშაობას.

განაცხადის წარდგენა ასევე შესაძლებელია 2022 წლის მაისში დაგეგმილი საერთაშორისო პერსონალის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად. კვირეულის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მეტ ინფორმაციას ინტერნაციონალიზაციის, კვლევის, განათლებისა და სტუდენტების მონაწილეობის შესახებ.

თუ გსურთ,  პერსონალის კვირეულში მონაწილეობა, გთხოვთ სააპლიკაციო ფორმაში მონიშნოთ “I would like to participate in the International Staff Week”.

განაცხადის წარდგენა

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად უფსალის უნივერსიტეტის პლატფორმის საშუალებით.

კანდიდატმა განაცხადს უნდა დაურთოს შევსებული და მის მიერ ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (შაბლონი ხელმისაწვდომია ბმულზე);

განაცხადს უნდა ერთვოდეს კანდიდატის CV და მოწვევის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

განაცხადს განიხილავს უფსალის უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისი და განაცხადის მიღების ბოლო ვადის ამოწურვის შემდეგ ყველა განმცხადებელი მიიღებს პასუხს ელფოსტაზე.

გაითვალისწინეთ, რომ უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს მოწვევის წერილითა და მასპინძელ უნივერსიტეტთან არსებული თანამშრომლობით.

განაცხადებს მასპინძელი უნივერსიტეტის მიიღებს ელექტრონულად . ონლაინგანაცხადის ბმული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი, 2021

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://mp.uu.se/sv/web/info/stod/internationalisering/inkommande-personal/incoming-staff-mobility-icm

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: erasmus@uu.se

ბანერები