ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

კონკურსი ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის რეგიონული კოორდინატორების გამოსავლენად

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ფონდ  „ფონდი სკოლა კლასთან" თანამშრომლობის ფარგლებში მასწავლებლებისთვის აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის რეგიონული კოორდინატორების შესარჩევად.

საქართველოს მასშტაბით სკოლებთან აქტიური კომუნიკაცია  ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის მუშაობის სრულყოფისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ნაყოფიერი თანამშრომლობის გარანტი სწორედ ის მასწავლებლები არიან, რომლებიც  არ იშურებენ ძალებს და თავიანთ რეგიონებში აქტიურად ახორციელებენ სხვადასხვა საბუნებისმეტყველო პროექტებს.

კონკურსის მიზანია შეირჩნენ კოორდინატორი მასწავლებლები, რომლებსაც ექნებათ ხედვა, თავიანთ რეგიონში საბუნებისმეტყველო დარგების პოპულარიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების თაობაზე.

კოორდინატორებთან თანამშრომლობით:

  • შეიქმნება მკვლევართა კლუბების მჭიდრო ქსელი;
  • გაადვილდება სკოლებს შორის კომუნიკაცია, როგორც შიდარეგიონულ დონეზე, ასევე რეგიონებს შორის;
  • განახლდება ელექტრონული ბაზები;
  • ადგილობრივ დონეზე მარტივად გამოვავლენთ პრობლემურ საკითხებს და დავსახავთ სამომავლო სამუშაო გეგმას;
  • რეგიონებში დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობები (ფორუმი, ტრენინგები, კონკურსები და ა.შ);

რეგიონული კოორდინატორის მოვალეობები:

  • რეგიონში არსებული კლუბების ელექტრონული ბაზების წარმოება;
  • აქტიური კომუნიკაცია სკოლებთან;
  • ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების პოპულარიზაცია;
  • შუამავალის როლის შესრულება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რეგიონულ კლუბებს შორის;
  • სკოლებში არსებული ძირითადი პრობლემების გამოვლენა და შესწავლა;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეთანხმებით წელიწადში ერთხელ ადგილობრივი ფორუმის ჩატარება;
  • წლის მანძილზე მინიმუმ 3 საბუნებისმეტყველო პროექტის განცორციელბა (სადაც ჩართული იქნება რეგიონული კლუბების უმრავლესობა);
  • განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება და  ღონისძიებათა კოორდინირება (კონკურსები, ტრენინგები, ვებინარები, ფესტივალები და ა.შ);
  • ჩასატარებელ და ჩატარებულ ღონისძიებებზე ინფორმაციის მოწოდება და მათი საერთო ბაზებში დაფიქსირება;
  • კვარტალური ანგარიშების მომზადება;
  • აქტიური თანამშრომლობა სხვა რეგიონის კოორდინატორებთან;
  • კომუნიკაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;

კონკურსის ფარგლებში შემოსული განაცხადების საფუძველზე შეირჩევა ექვსი კოორდინატორი მასწავლებელი შემდეგი რეგიონებიდან:

  • თბილისი
  • კახეთი
  • ქვემო ქართლი
  • მცხეთა-მთიანეთი
  • შიდა ქართლი
  • სამცხე-ჯავახეთი
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი
  • იმერეთი
  • გურია
  • აჭარა
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

კონკურსში გამარჯვებული მაწავლებლები 5-დღიანი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან ქ. ვარშავაში (პოლონეთი) და მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების საერთაშორისო ფორუმში.

ვიზიტი მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

  • შეხვედრები კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში (გამოფენის მონახულებასთან ერთად), შეხვედრები ინსტიტუციებთან (“ფონდი სკოლა კლასთან“, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი, CEO, სკოლა, მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრი) – 1 დღე;
  • საპროგრამო სემინარები ტრენერებისათვის, რომელთა საშუალებითაც ახალგაზრდა მკვლევართა კლუბები მეურვეებთან სამუშაოდ მოემზადებიან, აგრეთვე მეთოდური სემინარები, რომლებიც დაკავშირებულია მოქმედებისა და გამოცდილების საშუალებით სწავლებასთან – 2 დღე;
  • ვიზიტები ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებში პოლონეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე შეხვედრები შერჩეულ რეგიონულ პარტნიორთან (ე. წ. დაქსელვა) – 1 დღე;
  • შიდა ტრენინგი; საქართველოში ჩასატარებელი სატრენინგო მოქმედებების დაგეგმვა; ორგანიზაციული გადაწყვეტების შემუშავება დაქსელვის საკითხში – 1 დღე.

ვის შეუძლია კონკურსში  მონაწილების მიღება?

მონაწილეობის მიღება შეუძლია მასწავლებელს, რომელიც არის საბუნებისმეტყველო დარგის პედაგოგი და  რომელსაც:

  • აქვს კლუბში (საბუნებისმეტყველო მიმართლების ნებისმიერი კლუბი) მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
  • აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების მუშაობაში;
  • გააჩნია საოფისე პროგრამებში მუშაობის უნარ-ჩვევები (Microsoft Office,Google Drive და ა.შ.);
  • აქვს გუნდში მუშაობის გამოცდილება;
  • აქვს პროექტებში მონაწილების გამოცდილება;
  • აქვს საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი;

როგორ მივიღოთ კონკურსში მონაწილება?

  1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა:  https://goo.gl/forms/4XuxLzylZoOEm8ra2
    სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ელექტრონულ მისამართზე  Yexclub@iliauni.edu.ge უნდა გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:
  2.  რეზიუმე (CV) (გთხოვთ დოკუმენტში მიუთითოთ 2 რეკომენდატორი);
  3. ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის განვითარების გეგმა, სადაც მითითებული იქნება
    • თქვენი რეგიონის სკოლებში, საბუნებისმეტყველო მიმართულებით არსებული ძირითადი პრობლემები;
    • ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების მუშაობაში არსებული ხარვეზები;
    • პრობლემების გადაჭრის გზები;
    • სკოლაში არსებული ძირითადი საჭიროებები (ტრენინგ კურსები, რაიმე სახის აქტივობები, აღჭურვილობა თუ სხვა);
    • თქვენი მომავალი/პოტენციური პარტნიორები (ვინც დაგემხარებათ პრობლემების გადაჭრაში და პროექტების განხორციელებაში);
  4. ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის ფარგლებში განსახორციელებელი ერთი პროექტი. (პროექტი უნდა იყოს დროში გაწერილი, დაზუსტებული და განხორციელებადი. უნდა მოჰყვებოდეს ხარჯთაღრიხვა და შესაბამისი აღწერა);

ფაილები უნდა იყოს  PDF ფორმატში, გამოიყენეთ Sylfain-ის შრიფტი.

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: „კონკურსი რეგიონული კოორდინატორების  გამოსავლენად - (თქვენი სახელი და გვარი, რეგიონი)’’.

რეგისტრაციისა და დოკუმენტების გამოგზავნის ბოლოო ვადაა: 2018 წლის 24  აგვისტო

კონკურსის შედეგები გამოცხადდება სექტემბრის პირველ ნახევარში.

კონკურსი ტარდება პროექტის "ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების მხარდაჭრა საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს პოლონური „ფონდი სკოლა კლასთან“. 

შინაარსობრივ პარტნიორს წარმოადგენს - მეცნიერების ცენტრი კოპერნიკი, რომელიც ამავე დროს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის პროგრამის კოორდინატორია.  ხოლო სტრატეგიულ პარტნიორია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი.
საქართველოს მხრიდან ლიდერს წარმოადგენს - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ, RITA - რეგიონი გარდამავალ   პერიოდში პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისათვის.


საკონტაქტო ინფორმაცია

პროექტის კოორდინატორი პოლონური მხრიდან: მეგი ბიბილური

ელ. ფოსტის მისამართი: megi.bibiluri@szkolazklasa.org.pl

პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი: ნატო სამხარაძე

კოორდინატორის თანაშემწე: ნინო აღაჯანაშვილი

ტელ.: 577 962510

ელ. ფოსტის მისამართი: Yexclub@iliauni.edu.ge

ბანერები