ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს „გზავნილი ევროპას“
კონკურსები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბოლონიის პროცესის საიუბილეო წლის აღსანიშნავად ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს „გზავნილი ევროპას“. კონკურსში გამარჯვებულები სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან ბრიუსელში.
2005 წლის 19 მაისს, ოცი წლის წინ, საქართველო ბოლონიის პროცესის სრულფასოვანი წევრი გახდა. ამ წლების განმავლობაში უმაღლესი განათლების ქართულმა სისტემამ ნდობა მოიპოვა ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და აღიარებულია მის თანასწორ წევრად.
კონკურსის მიზანია გაზარდოს ცნობადობა ბოლონიის პროცესის შესახებ, რამდენად დაეხმარა ბოლონიის პროცესის რეფორმები სწავლების ხარისხის უზრუნველყოფასა და კვლევის ინტერნაციონალიზაციას საქართველოში, როგორ შეძლო საქართველომ, გამხდარიყო ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი.
კონკურსი ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, წერილობით გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება და ხედვა ევროპული განათლების მნიშვნელობაზე.
ხუთი გამარჯვებული სტუდენტი გაემგზავრება ბრიუსელში. სასწავლო ვიზიტი, რომელიც დაგეგმილია 2025 წლის ოქტომბერში, მოიცავს შეხვედრებს ევროპარლამენტისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრებთან, განათლების პოლიტიკის ექსპერტებსა და ბრიუსელის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან.
ვის შეუძლია მონაწილეობა
ილიაუნის ყველა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის (I, II, III კურსის) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
კონკურსის პირობები და ტექნიკური მოთხოვნები
სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ სიმბოლური წერილობითი გზავნილი ევროპას (ესეი, ბლოგი ან წერილი) ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს 600 სიტყვისა. ნაშრომს უნდა ჰქონდეს სათაური, თავფურცელი პირადი მონაცემებით (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სასწავლო პროგრამა, კურსი), შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.
ტექსტი უნდა მომზადდეს შემდეგი პარამეტრებით:
- ენა: ინგლისური
- ფორმატი: PDF
- შრიფტი: Sylfaen, ზომა – 12
- ინტერვალი: 1
- გვერდის მინდორი: Normal, A4
- AI-ის გამოყენება აკრძალულია − გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შემთხვევაში ნამუშევარი არ განიხილება.
შეფასების კრიტერიუმები:
- თემასთან შესაბამისობა
- ნამუშევრის ორიგინალურობა
- შინაარსობრივი და სტილისტური გამართულობა
- განაცხადის წარდგენის ტექნიკური სისწორე
შერჩევის ეტაპები:
- პირველი ეტაპი: შეავსეთ განაცხადის ფორმა და ატვირთეთ ნამუშევარი სარეგისტრაციო ბმულზე: https://shorturl.at/nyRSk
- მეორე ეტაპი: ჟიური საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს მოიწვევს გასაუბრებაზე და გამოავლენს ხუთ გამარჯვებულს.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 16 ივლისი, 23:59
- გამარჯვებულების გამოვლენა: 2025 წლის 26 ივლისი
- ვიზიტის პერიოდი: ოქტომბერი (თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება)
- ვიზიტის ხანგრძლივობა: 5 დღე
ვიზიტის ხარჯებს ფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
დეტალური ინფორმაცია პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ მისამართზე: pr@iliauni.edu.ge
2025