ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

ესტონეთის სასტიპენდიო პროგრამა მოკლევადიანი კურსებისათვის

კონკურსები

გამოცხადდა კონკურსი ესტონური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებისათვის სტიპენდიის მოპოვების მიზნით.

სტიპენდიის ფარგლებში ანაზღაურდება მოკლევადიანი კურსის საფასური (500 ევრომდე), ხოლო ყოველდღიური ხარჯებისათვის უზრუნველყოფილია დღეში 25 ევროს ოდენობის სტიპენდია.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი;
  • კანდიდატს დასრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 60 კრედიტი;
  • სტიპენდიის მიღების პერიოდში სტიპენდიატი უნდა იმყოფებოდეს ესტონეთში (გარდა ონლაინკურსში მონაწილეობისა);
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი წინასწარ უნდა დარეგისტრირდეს სასურველ კურსზე.

ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:

  • განაცხადის ფორმა და სამოტივაციო წერილი (ონლაინ სააპლიკაციო სისტემის საშუალებით);
  • მიღების წერილი ესტონეთის უმაღლესი სასწავლებლიდან (შესაძლებელია ელფოსტით გაგზავნა) ან სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის დამადასტურებელი წერილი;
  • აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა და ნიშნების ფურცელი მშობლიური უნივერსიტეტიდან;
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: https://www.studyinestonia.ee

სასტიპენდიო პროგრამის კოორდინატორი: Ms Liis Uulman (liis.uulman@archimedes.ee)

ბანერები