იუტის უნივერსიტეტის პროფესორის - სუზან ჯონსტონის ვიზიტი
ღონისძიებები
14-26 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის შეხვედრებს გამართავს იუტის უნივერსიტეტის პროფესორი, ენისა და მეტყველების თერაპევტი სუზან ჯონსტონი.
შეხვედრები გაიმართება დახურულ ფორმატში ილიაუნის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამისა და ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით.
პროფესორი ჯონსტონი პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარებს კვლევას კომუნიკაციის საჭიროების მქონე იმ პირთა მხარდაჭერის ბარიერების დასადგენად, რომლებიც იყენებენ ან შეიძლება ისარგებლონ აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციით; გამართავს ვორკშოპს პროფესიული სუპერვიზიის მოდელის გასავითარებლად და კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის პროგრამის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის –ლექციების ციკლს ვიდეოშემთხვევებზე დაფუძნებული სწავლების შესახებ მათი ცოდნის გასაღრმავებლად, როგორ დაეხმარონ კომუნიკაციის საჭიროების მქონე პირთ.
სამუშაო ენა: ინგლისური
2024