ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ზურა ჯიშკარიანის ღია ლექცია: ანიმა ჩეთბოტიქსის მიერ შექმნილი ჩეთბოტები

ღონისძიებები

15 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ერთობლივი პროექტის „ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად“ ფარგლებში მეოთხე  ღია ლექციას გამართავს ანიმა ჩეთბოტიქსის დამფუძნებელი ზურა ჯიშკარიანი.  

მომხსენებელი ისაუბრებს „ანიმა ჩეთბოტიქსზე“, პირველ კომპანიაზე, რომელმაც დაიწყო ჩეთბოტების „წარმოება“ და არაერთი პროექტი განახორციელა როგორც ბიზნესის, ისე საჯარო სექტორებისა და ხელოვნებისთვისაც კი. ასევე ამ პროექტების შექმნის პროცესზე, გამოწვევებზე, რომლებიც დგება ამ მიმართულებით და მათი გადაჭრის გზებზე.

ლექციის დასრულების შემდეგ ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ პრაქტიკულ ვორკშოპს, რომელსაც ჩაატარებს ანიმა ჩეთბოტიქსის მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ გოჩიაშვილი.

ვორკშოპის თემა: როგორ შევქმნათ ტექნიკურად გამართული ჩეთბოტი

დრო: 15 თებერვალი, 19:00 საათი
ფორმატი: დისტანციური პლატფორმა ზუმის გამოყენებით 

ლექციასა და ვორკშოპზე დასასწრებად მიჰყევით ბმულს:  

ჰაკათონის შესახებ ვრცლად: shorturl.at/akT68

 

 

 

ბანერები