ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ეთიკური გამოყენება“ – პლაგიატის პრევენციის კვირეულთან დაკავშირებული ვებინარი

ღონისძიებები

16 თებერვალს, 15:00 საათზე, პლაგიატის პრევენციის კვირეულთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ვებინარი „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ეთიკური გამოყენება“, რომელსაც გაუძღვება ილიაუნის განათლების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი გიგა ხოსიტაშვილი.

მომხსენებელი ისაუბრებს ხელოვნური ინტელექტის მიერ მომზადებული რესურსების სასწავლო პროცესში გამოყენებასთან დაკავშირებულ დეტალებზე, იმსჯელებს, სად გადის ზღვარი ეთიკურ გამოყენებასა და აკადემიურ გადაცდომას შორის, როგორია უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგები, რატომ არის რთული ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტების დეტექცია ან საერთოდ გვჭირდება თუ არა ის?

ვებინარი საინტერესო იქნება პროფესორ-მასწავლებელებისთვის, ასევე სტუდენტებისა და სასწავლო პროცესში ჩართული დაინტერესებული პირებისთვის.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე: https://shorturl.at/abcrC

შეხვედრის ბმულს მიიღებთ წინასწარ.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 16 თებერვალი, 15:00 საათი

2024

ბანერები