ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„წიგნების თაროს“ საჯარო თამაში ილიას შესახებ

ღონისძიებები

15 ნოემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას კვირეულის „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ ფარგლებში საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული შოუ „წიგნების თარო“ ილიაუნის სტუდენტებს იწვევს თამაშში მონაწილეობის მისაღებად.

„წიგნების თაროს“ მონაწილენი შეეცდებიან უპასუხონ ტრადიციული ფორმატის კითხვებს. სწორი პასუხის ავტორებს „წიგნების თარო“ და ილიაუნი პრიზებით დააჯილდოებენ.

თამაშს პროექტის წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე გაუძღვება.

დრო: 15 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

2024

ბანერები