ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვორკშოპი „ფოტოგრამეტრიის მეთოდის გამოყენება ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლაში“

ღონისძიებები

27  ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო ვორკშოპი „ფოტოგრამეტრიის მეთოდის გამოყენება ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლაში“ შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის „ქ. თბილისის უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინური კვლევა და დოკუმენტირება“ (FR-23-6740) ფარგლებში.

პროექტი ითვალისწინებს საარქივო, სახელოვნებათმცოდნეო და საველე კვლევას, რომელიც მოიცავს შენობების აზომვასა და დოკუმენტირებას. ამ კვლევის საბაზისო მეთოდად არჩეულ იქნა ფოტოგრამეტრია, რომლითაც შესაძლებელია შეიქმნას არქიტექტურული დოკუმენტაცია (ნახაზები) ფოტოგადაღებისა და ფოტოების შემდგომი დამუშავების ბაზაზე სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ იტალიელ კოლეგებს კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ინსტიტუტიდან (Istituto di Scienze del Patrimonio Culturale). ინსტიტუტის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი დანიელე ფერდანი, რომელთანაც ქართველი კოლეგები დიდი ხანია თანამშრომლობენ, კოლეგებს გაუზიარებს გამოცდილებას.

ღონისძიება მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას, ქართველ და იტალიელ მეცნიერებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და ფოტოგრამეტრიის მეთოდის პოპულარიზაციას.  

ვორქშოპში მონაწილეობას მიიღებენ ასევე:

დანიელე ფერდანი, ეროვნული სამეცნიერო კომიტეტი, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ინსტიტუტი (რომი);

გიორგი ფარცხალაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ეკატერინე კიკნაძე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;

დავით ნიორაძე, გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დოქტორანტი;

თათია ღვინერია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დოქტორანტი.

Join Zoom Meeting

Meeting ID: 856 5568 9655
Passcode: 667038

დრო: 27 ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები