


ვორკშოპი „ერთობლივი მულტიდისციპლინური გეოარქეოლოგიური კვლევების მიმოხილვა“
ღონისძიებები
21 ოქტომბერს, 15:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში გაიმართება ვორკშოპი „ერთობლივი მულტიდისციპლინური გეოარქეოლოგიური კვლევების მიმოხილვა“.
ვორკშოპი იმართება გარდაბნის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტის „ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედება ალაზნის ველზე“ ფარგლებში.
ორგანიზატორები არიან:
კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრი, კომპლექსური გარემოსდაცვითი კვლევების ლაბორატორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ძველი დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის არქეოლოგია და ხელოვნების ისტორია ციფრული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევითი ინსტიტუტი, ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტი (UniVe), იტალია
ფორმატი: ჰიბრიდული
შეხვედრის ბმული:
- Zoom Meeting https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/4205103723?pwd=w1D4Nz1KWC2wbYQr5cWyAeLgVYgoy9.1&omn=88093300690
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 21 ოქტომბერი, 15:00-18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.
ვორკშოპის პროგრამა
(15 წუთი პრეზენტაციისთვის, 5 – შეკითხვებისთვის)
- 15:00 – კა’ფოსკარისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი არქეოლოგიური პროექტი. მიზნები და პირველი შედეგები. ელენა როვა, კა’ფოსკარის უნივერსიტეტი
- 15:20 – აღმოსავლეთ საქართველოს გარეჯის რეგიონის ჰოლოცენის ლანდშაფტის ფორმირება, ჰანს ფონ სუხოდოლეცი, ლაიფციგის უნივერსიტეტი (ონლაინპრეზენტაცია)
- 15:40 – ალაზნის ველზე მიმდინარე გეომორფოლოგიური კვლევები პალეოგარემოს ცვლილებების რეკონსტრუქციის მიმართულებით, ჯოვანი ბოშიანი, პიზის უნივერსიტეტი (ონლაინპრეზენტაცია)
- 16:00 – შირაქის ველზე პალეოგარემოს ცვლილებებისა და გვიანბრინჯაოს ხანის ცივილიზაციის დაღმასვლის რეკონსტრუქცია მიხეილ ელაშვილი, ილიაუნი (ონლაინპრეზენტაცია)
- 16:20 – გუშინ და დღეს: საქართველოში კლდის მხატვრობის კვლევის ბოლო ათწლეულის მიმოხილვა, ლევან ლოსაბერიძე, ილიაუნი
- 16:40 – ხრამის დიდი გორის ნეოლითური საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ასპექტები, მარიამ ელოშვილი, ილიაუნი
- 17:00 – დანალექი ქანების მოპოვება და ანალიზი პალეოგარემოს რეკონსტრუქციისთვის, 2024 ალაზნის კამპანიიდან მიღებული გაკვეთილები, არქეოლოგიის პროგრამის სტუდენტები, ილიაუნი
- 17:20 – არქეოლოგიური კვლევის შედეგად მიღებული გაკვეთილები, 2024 წლის გარდაბნის კამპანია, არქეოლოგიის პროგრამის სტუდენტები, ილიაუნი
- 17:40-18:00 – დისკუსია
2024