ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვებინარი ახლო აღმოსავლეთის მიმართულების სტუდენტებისთვის

ღონისძიებები

29 მაისს გაიმართება ვებინარი ახლო აღმოსავლეთის მიმართულების სტუდენტებისთვის. ვებინარი შეეხება ამ სპეციალობის სტუდენტთა დასაქმების სფეროებსა და შესაძლებლობებს. საუბარი იქნება დასაქმების პერსპექტივების შესახებ შემდეგი მიმართულებებით: ა) აკადემიური სფერო; ბ) მთარგმნელობითი და სათარჯიმნო საქმიანობა; გ) ბიზნესის სფერო; დ) ექსპერტებად და ანალიტიკოსებად მუშაობა.

ონლაინშეხვედრას გაუძღვებიან გიორგი სანიკიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი; თამარ მოსიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი, კატარზინა შიდლო (Katarzyna Sidło), გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი, ვარშავის სოციალური და ეკონომიკური კვლევითი ცენტრის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდ. აფრიკის დეპარტამენტის დირექტორი; რადოსლავ სტერნა (Radosław Sterna), აღმოსავლეთმცოდნე, ვარშავის უნივერსიტეტის დოქტორანტი.

ვებინარი გაიმართება ორ ნაწილად, მცირე შესვენებით: 14.00-14.40, 15.00-15.40 სთ.

სამუშაო ენები: ინგლისური, ქართული

I ნაწილი:

https://us02web.zoom.us/j/84195565327?pwd=UTVPTG55U2hkWUhHdzQ1WjJBY2ZBZz09

 II ნაწილი:

https://us02web.zoom.us/j/88516394460?pwd=Q3d4RlUvMmV0SlZkTnV1WjNPYkJQUT09

ბანერები