ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვებინარების ციკლი „ჰიდროენერგეტიკის მდგრადი განვითარებისათვის“: ჰიდროენერგეტიკის სტრატეგიული და ენერგეტიკული საკითხები

ღონისძიებები

10 მარტს, WEG, ილიას უნივერსიტეტის ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტთან ერთად, იწყებს ვებინარების ციკლს - ჰიდროენერგეტიკა და მდგრადი განვითარება. სემინარებზე განხილული იქნება ჰიდროენერგეტიკის აქტუალური თემები, მათ შორის:

  1. ჰიდროელექტროსადგურების სტრატეგიული, ენერგეტიკული და ტექნიკური მიზანშეწონილობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და  ჰესების ალტერნატივები;
  2. ჰიდროსადგურების მშენებლობის ეკონომიკური და ფინანსური ასპექტები, შედეგები ქვეყნისთვის და ინვესტორისთვის;  
  3. პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური ზეგავლენა და მათი შერბილება/კომპენსაცია.
  4. პროექტების განხორციელების ხარისხის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;  
  5. ჰესების მშენებლობა და მის გარშემო მიმდინარე პროცესი: ინვესტორებთან ურთიერთობის პრინციპები, ხარისხის მართვა და გამჭვირვალობა

ვებინარებში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები და დაინტერესებული მხარეები. ძირითადი დრო დაეთმობა საზოგადოების მიერ დასმული მწვავე საკითხების განხილვას.

ვებინარების ფორმატი მოიცავს  ძირითადი მოხსენებას და პანელურ განხილვას დარგის სპეციალისტების მონაწილეობით.  გამოყოფილი იქნება კითხვა პასუხისა და დისკუსიის დრო.

პირველი ვებინარი ჩატარდება 10 მარტს 17:00-19:00სთ. განვიხილავთ ჰიდროსადგურების სტრატეგიული და ტექნიკური მიზანშეწონილობის საკითხებს და მის გარშემო საზოგადოებაში დასმულ კითვებს. (იხ. დღის წესრიგი).   

ჰიდროელექტროსადგურების სტრატეგიული, ენერგეტიკული და ტექნიკური მიზანშეწონილობა
დღის წესრიგი
10 მარტი
17:00-19:00 სთ

17:00 – 17:10

შესავალი

მურმან მარგველაშვილი (WEG, ილიას უნივერსიტეტი)

  • როგორ მივაღწიოთ ჰიდროენერგეტიკის მდგრად განვითარებას?
  •  როგორ ჩამოვაყალიბოთ კონსტრუქციული პროცესი?

17:10- 17:50

ჰიდროენერგეტიკა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება

მურმან მარგველაშვილი (WEG, ილიას უნივერსიტეტი)

  • ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა.
  • საქართველოს გამოწვევები
  • რა წვლილი შეუძლიათ შეიტანონ ჰესებმა ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში?
  •  ენერგიის მოხმარების და მიწოდების გრძელვადიანი პროგნოზირება
  •  ჰესების ალტერნატივები (მზის და ქარის ენერგია) - როგორია მათი შესაძლო როლი?
  •  როგორ უნდა შეფასდეს სხვადასხვა ალტერნატივა და მოხდეს არჩევანის გაკეთება?

17:50- 18:00  კითხვა-პასუხი

18:00- 18:40

პანელური დისკუსია - ჰესების სტრატეგიულ და ენერგეტიკულ მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დასმული კითხვების განხილვა

სექტორის სპეციალისტები: გიორგი აბულაშვილი, არჩილ კოხტაშვილი, დავით მირცხულავა

  • არსებული ჰესების ფუნქციონირება და შედეგები;
  • განახლებადი წყაროების ინტეგრირება ქსელში;
  •  მიმდინარე პროექტები - თბო, მზე, ქარი და მათი შესაძლო
  •  წვლილი;
  • ენერგოეფექტიანობა და ენერგიის მოთხოვნის პროგნოზი;
  • იმპორტ-ექსპორტის შესაძლებლობები.

18:40 – 18:50 შეჯამება

 ზუმის შეხვედრის ლინკი: http://bit.ly/388Tr8c

 

ბანერები