
ღონისძიებები
24 მარტი, 2023

ღონისძიებები
20 მარტი, 2023

ღონისძიებები
23 მარტი, 2023
უკრაინელი პროფესორები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
ღონისძიებები
უკრაინის სამეცნიერო საზოგადოების სოლიდარობისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიმდინარე წლის მარტში დააარსა პროგრამა რისკის ქვეშ მყოფი აკადემიური პერსონალის მხარდასაჭერად. პროგრამა მიზნად ისახავდა საფრთხის ქვეშ მყოფ უკრაინელ მეცნიერთა და მათი ოჯახების წევრთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.
პროგრამის ფარგლებში 2022 წლის მაისიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ელენა შევჩენკო და უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი ალლა გოლოვნია.
მათი მონაწილეობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს რამდენიმე პროგრამას:
- საჯარო ლექციათა სერიას „ყველაფერი უკრაინის შესახებ“; მსმენელები შეძლებენ მეტი ინფორმაცია მიიღონ უკრაინის, კერძოდ: მისი ისტორიის, ენის, ლიტერატურის, კულტურის, პოლიტიკური სისტემის, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის შესახებ.
- საჯარო ლექციათა სერიას „უკრაინის საგარეო პოლიტიკა 1991 წლიდან დღემდე"; მსმენელები გაეცნობიან უკრაინის საგარეო პოლიტიკის ძირითად ასპექტებს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში;
- უკრაინული ენის ინტენსიურ კურსს დამწყებთათვის, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები მიაღწევენ უკრაინული ენის A1 დონეს.
სამივე პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
2022 წელი