ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტექნოლოგიების სკოლის საორიენტაციო შეხვედრა კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის შესახებ

ღონისძიებები

5 მარტს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა დისტანციურ რეჟიმში, ზუმის პლატფორმაზე, გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ტექნოლოგიის სკოლის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის შესახებ.

მომავალ პროფესიაზე, პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე, დაფინანსების მოპოვების, დასაქმებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზე გესაუბრებიან:

  •  ერეკლე მაღრაძე, კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ხელმძღვანელი;
  •  შოთა ცისკარიძე, პროგრამული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;
  •  რევაზ ტატიშვილი, მონაცემთა ინჟინერი ''DHL ჯგუფში'', გერმანია;
  •  გვანცა მჭედლიძე, ატლას ექსპერიმენტი, ცერნი;
  •  ლევან ცინაძე, MaxinAI-ის ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელი;
  •  ნიკა ხვედელიძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.

გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და ლაივის მონაწილეებისგან მიიღოთ ამომწურავი პასუხები.

გელოდებით ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით განათლების მიღებით, მთელი საქართველოდან 5 მარტს, 20:00 საათზე, ფეისბუქლაივში.

დაინტერესებულ აბიტურიენტებს, მშობლებს, მასწავლებლებს შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე –' https://bit.ly/37Qev3d

დრო: 5 მარტი, 20:00 საათი

ადგილი: Zoom (რეგისტირებული მონაწილეები მიიღებთ ბმულს თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართზე)

ბანერები