
ღონისძიებები
28 იანვარი, 2021

ღონისძიებები
28 იანვარი, 2021

ღონისძიებები
6 თებერვალი, 2021
ტექნოლოგიების სკოლის საორიენტაციო პროგრამა აბიტურიენტებისთვის
ღონისძიებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა იანვარსა და თებერვაში ტექნოლოგიებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს დისტანციურ ფორმატში გთავაზობთ 8-კვირიან საორიენტაციო პროგრამას.
თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:
- დაესწროთ ტექნოლოგიის სკოლის პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს –გაიცნოთ მომავალი ლექტორები და პროფესორები, საუნივერსიტეტო რესურსები და ლაბორატორიები, სწავლების მეთოდოლოგია, პროგრამების სტრუქტურა და პრაქტიკული კომპონენტები;
- შეხვდეთ პროგრამების პარტნიორებსა და მომავალ დამსაქმებლებს; გაეცნოთ დასაქმების შესაძლებლობებს;
- მიიღოთ ინფორმაცია საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ;
- მიიღოთ ინფორმაცია სასწავლო სტიპენდიების, გრანტებისა და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ;
- პროგრამების შესახებ დაუსვათ შეკითხვები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
საორიენტაციო პროგრამის განრიგი
დასახელება | დღე | დრო |
Live-საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის: ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო პროგრამები | 23 იანვარი | 14:00 |
დამსაქმებლებთან შეხვედრა | 6 თებერვალი | 21:00 |
სასწავლო ლაბორატორიები და სტუდენტური სივრცეები | 6 მარტი | 14:00 |
პრაქტიკული კომპონენტი პროგრამებში | 20 მარტი | 14:00 |
ტექნოლოგიების სკოლის წარმატებული სტუდენტები | 27 მარტი | 14:00 |
სტუდენტური ცხოვრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში | 3 აპრილი | 14:00 |
შემაჯამებელი შეხვედრა | 10 აპრილი | 14:00 |
საორიენტაციო პროგრამის შეხვედრებზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე: http://bit.ly/3qktdWO
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
საორიენტაციო პროგრამის განრიგი ხელმისაწვდომია ბმულზე:https://bit.ly/3nzoFdA