თეო ხატიაშვილის წიგნის „ფარაჯანოვი“ პრეზენტაცია
ღონისძიებები
13 ივნისს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ თეო ხატიაშვილის წიგნის „ფარაჯანოვი“ პრეზენტაციაზე.
გამოცემა „ილიაუნის გზამკვლევის“ სერიაში გამოვიდა და ეს არის სერგო ფარაჯანოვის, მითიური საბურველით მოცული პიროვნებისა და შემოქმედის, მთლიანობაში აღქმის, თავად ფარაჯანოვის, როგორც ხელოვნების ნაწარმოების, გამოკვეთის წარმატებული მცდელობა.
წიგნი ასევე მოიცავს ფარაჯანოვის ოთხი ფილმის სტილისტურ ანალიზს და მიმოიხილავს პოლიტიკურ ფონს, როგორც საბჭოთა კავშირის რეპრესიულ გარემოს, ასევე მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის პერიოდში შექმნილ ნაციონალისტურ შეუწყნარებლობას, რომელიც უშუალოდ შეეხო სერგო ფარაჯანოვს.
თეო ხატიაშვილის ეს ნაშრომი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ითვალისწინებს უშიშროების არქივში დაცულ საიდუმლო დოკუმენტაციას ფარაჯანოვის შესახებ, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი.
წიგნს ავტორი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, თეო ხატიაშვილი წარადგენს.
დრო: 13 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.