ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტარა ვესტოვერის „განათლებულის“ ქართული თარგმანის წარდგენა და დისკუსია

ღონისძიებები

12 ივნისს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გამომცემლობა „მოუბარი“ გიწვევთ ტარა ვესტოვერის „განათლებულის“, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მემუარების, განხილვაზე. ეს არის ამბავი გადარჩენაზე, იმაზე, როგორ შეუძლია ცოდნას გახსნას სამყაროს კარი. ტარა იზრდებოდა საზოგადოებისგან სრულიად მოწყვეტილ გარემოში, სადაც არ არსებობდა სკოლა, ფორმალური განათლება, მედიცინა და ობიექტური რეალობა, არსებობდა მხოლოდ აპოკალიფსის მოლოდინსა და ფანატიზმზე აგებული იზოლირებული სამყარო.

შეხვედრაზე განხილული იქნება როგორც წიგნის მთავარი იდეური მიმართულებები, ასევე ქართულ ენაზე ტექსტის ადაპტირებისა და თარგმნის სპეციფიკური გამოწვევები.

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ მთარგმნელი ნინო შეყილაძე და რედაქტორი ლია თოფურია.

მოდერატორი – დათა ხარაიშვილი 

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ტარა ვესტოვერის „განათლებული“ 20%-იანი ფასდაკლებით.

დრო: 12 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილია ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2026

 

ბანერები