ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

“SPAR”-ის დასაქმების კონფერენცია ილიაუნიში

ღონისძიებები

14 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება კომპანია “SPAR”-ის დასაქმების კონფერენცია.

“SPAR” საერთაშორისო სუპერმარკეტების ქსელია,რომელიც საქართველოს ბაზარზე ამჟამად წარმოდგენილია 102 მაღაზიით და წლის ბოლომდე კიდევ 50 მაღაზიის გახსნას გეგმავს.

კომპანია “SPAR” სტუდენტებს სთავაზობს სწავლასთან შეთავსებული გრაფიკით მუშაობას, დაწინაურების შანსს, წვდომას კომპანიის გლობალურ ქეისებთან, საერთაშორისო დონის ტრენინგებს. ყოველივე ამის შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ შეხვედრაზე.

კომპანია “SPAR” შეხვედრაზე წარმოგიდგენთ სპიკერებს შემდეგი სფეროებიდან:

  • მარკეტინგი
  • სტრატეგიული მენეჯმენტი
  • საოპერაციო მენეჯმენტი

მომხსენებლები სტუდენტებს გაუზიარებენ წარმატების ისტორიებს. შეხვედრა წარიმართება ინტერაქციული ფორმატით და შეგეძლებათ დასვათ სასურველი შეკითხვა.

დასაქმების კონფერენციაზე კომპანია “SPAR” წარმოგიდგენთ შემდეგ ვაკანსიებს:

  • მარკეტინგის სპეციალისტი
  • საოპერაციო მენეჯმენტის სპეციალისტი
  • მარკეტის ადმინისტრატორი
  • კონსულტანტი

დრო: 14 მაისი, 17:00 საათი.

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებაზე დასწრებს მსურველებმა უნდა გაიაროთ რეგისტრაცია

ბანერები