ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა KPMG-ს წარმომადგენლებთან ▪ BOOSTER Talks

ღონისძიებები

19 მაისს, სამშაბათს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმრები იქნებიან უმსხვილესი, საერთაშორისო აუდიტორული და საფინანსო მომსახურების დიდ ოთხეულში შემავალი კომპანიის, KPMG-ს HR მენეჯერი, სალომე კიღურაძე და HR სპეციალისტი, თეკო მევლუფიშვილი. 

BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან შეხვედრებს ონლაინრეჟიმში. 

შეხვედრისას მომხსენებლები განიხილავენ შემდეგ საკითხებს:

  • KPMG მსოფლიოში და საქართველოში

  • High performance culture - რას ნიშნავს ასეთ გარემოში მუშაობა?

  • ზრდის შესაძლებლობები რომლებსაც გაძლევთ BIG 4;

  • პანდემია, ცვლილები და KPMG-ს გეგმები

  • ვის ეძებს კომპანია და როგორ შეგიძლიათ შეუერთდეთ KPMG-ის გუნდს?

შეხვედრის ბოლოს სტუმრები უპასუხებენ აუდიტორიის შეკითხვებს. 

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 18 მაისის 23:59 საათისა. 

შეხვედრის ბმული გამოგეზავნებათ შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე. 

დრო: სამშაბათი, 19 მაისი, 15:00 საათი. 

სარეგისტრაციო ფორმა.

ბანერები