ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა ფარმაცევტული საწარმოს, შპს „ჯი-ემ-პი“-ს, წარმომადგენლებთან

ღონისძიებები

30 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა ფარმაცევტული საწარმოს, შპს „ჯი-ემ-პი“-ს, გენერალურ დირექტორთან, გიორგი ანთაძესთან, და ამავე კომპანიის დირექტორთან ხარისხის დარგში, ეკატერინე კოპლატაძესთან. შეხვედრას ასევე დაესწრებიან საქართველოში ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დარგში მოღვაწე მეცნიერები.

შეხვედრის მიზანია მკვლევრებსა და მწარმოებლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.

შეხვედრის ფარგლებში, შპს „ჯი-ემ-პი“-ს წარმომადგენლები წარადგენენ კომპანიის წინაშე არსებულ გამოწვევებს. მეცნიერებს ექნებათ საშუალება, დასვან შეკითხვები და განიხილონ თანამშრომლობის შესაძლებლობები.

დრო: 30 ოქტომბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები