ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შემეცნებითი ვორკშოპები ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე 2024

ღონისძიებები

28 სექტემბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024.

პიკნიკზე შეგიძლიათ მონაწილეობა შემდეგ ვორკშოპებში:

ექსპერიმენტები ფიზიკაში უფროსკლასელებთვის!

IX-XII კლასების მოსწავლეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS გაძლევთ საშუალებას, ჩაატაროთ ლაბორატორიული სამუშაოები ფიზიკაში თანამედროვე სენსორული ტექნოლოგიების გამოყენებით – PASCO-ის მონაცემთა შემგროვებელი სისტემის მეშვეობით აღრიცხავთ ექსპერიმენტებისათვის საჭირო ყველა ცვლადს.

 შეძლებთ შემდეგი ექსპერიმენტების ჩატარებას:

  • სხეულის კუთრი სითბოტევადობის განსაზღვრა;
  • ხახუნის კოეფიციენტის განსაზღვრა;
  • მათემატიკური ქანქარა.

ვორკშოპს გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიკა კაპანაძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ანა მგელაძე.

მონაწილეობისთვის გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ბმულზე https://shorturl.at/a8Zk9

დრო: 28 სექტემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსი, SALiS ლაბორატორია (V სართული), გ. წერეთლის N1


ვიზუალური პროგრამირების სემინარი UNILAB-ში

უნილაბი ექსპლორიუმსა და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმთან თანამშრომლობით მართავს ვიზუალური პროგრამირების ვორკშოპს. მისი მონაწილენი ვიზუალური მასალის დახმარებით გაეცნობიან პეპლის სასიცოცხლო ციკლის ეტაპებს, ნახავენ  აბრეშუმის პარკს, ჭიასა და აბრეშუმისგან მიღებული პროდუქტებს, შემდეგ კი იმუშავებენ ვიზუალური პროგრამირების გარემოში (Scratch), ისწავლიან კოდის დაწერას და მიღებული ცოდნის საფუძველზე თავად დააპროგრამებენ აბრეშუმის პეპლის სასიცოცხლო ციკლის ამსახველ ინტერაქციულ ანიმაციას. 

ვორკშოპი განკუთვნილია IV-VI კლასების მოსწავლეებისთვის. 

სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/YORmm


გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში: ურბანული მებაღეობა

სემინარი შეეხება მცენარეებს. მისი მონაწილეები პატარა ქოთნებში დარგავენ მცენარეებს, რომლებსაც შემდეგ შინ წაიღებენ და გაახარებენ, ასევე ისაუბრებენ ურბანული მებაღეობის შესახებ.

სემინარის ხელმძღვანელია სალომე პოპიაშვილი.

დრო:

  • 12:30-13:30
  • 15:00 – 16:00

ადგილმდებარეობა: E კორპუსის ეზო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


Steamit მწვანე ენერგიები, ანიმაცია, ავტომატური მოწყობილობები

მწვანე ენერგია არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი, როგორც გლობალური კლიმატის გამოწვევების ფონზე. შემოუერთდით სემინარს, რათა შეისწავლოთ უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც გადადის განახლებადი ენერგიის წყაროებზე. ასევე, თუ ოდესმე გსურდათ ციფრული ანიმაციის სამყაროში ჩაძირვა, ეს სემინარი თქვენთვისაა!შეისწავლით ანიმაციის სხვადასხვა ტექნიკას და ხელსაწყოებს მომხიბვლელი მოკლე ანიმაციების შესაქმნელად; წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არის.

დრო:

  • 14:00-14:30
  • 16:00-17:00

ადგილმდებარეობა: E კორპუსის ეზო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 2024

ბანერები