ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სემინარი და დისკუსია „საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების მეთოდოლოგიური გამოწვევები და პოლიტიკის შედეგები“

სემინარები

11 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით  გაიმართება სემინარი და დისკუსია „საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების მეთოდოლოგიური გამოწვევები და პოლიტიკის შედეგები“.  

შეხვედრის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე პროფესიული დისკუსიის გაღრმავება ამ სფეროში მეტი მეთოდოლოგიური სიცხადის ჩამოსაყალიბებლად, ენერგეტიკული პოლიტიკის ხარისხის გასაუმჯობესებლად  და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.

მონაწილეები განიხილავენ ენერგეტიკული  უსაფრთხოების მიმდინარე დისკურსის მდგომარეობას და გავლენას რეალურ ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, ასევე მისი გაუმჯობესების შესაძლებლობებს.

დასწრება შეუძლიათ პროფესიული, აკადემიური და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

მთავარი მომხსენებელი –  მურმან მარგველაშვილი.

ფორმატი: ჰიბრიდული

ზუმის ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/89962890051?pwd=LILAaAOOVR1e0xcm6RKK98SesoyKe0.1

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 11 ნოემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2025

ბანერები