ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„საზღვრებს მიღმა“ – კორეულ-ქართული ახალგაზრდული ბანაკი 2026

ღონისძიებები

29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, ინჰასა და ილიაუნის კვლევითი ცენტრის ინიციატივით და გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და ილიაუნის კორეული კულტურის სტუდენტური კლუბის თანამშრომლობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტური კონფერენცია და ლექცია-სემინარი, ილიაუნის სტეფანწმინდის სამეცნიერო ბაზაზე კი მოეწყობა სტუდენტური ბანაკი.

29 ივნისს, 10 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გიორგი გვალია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, და კიმ დოჰიუნი, კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, საზეიმოდ გახსნიან აკადემიურ კონფერენციას. კონფერენციაზე მოხსენებით წარდგებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები, ინჰას უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე ქართველი მკვლევრები, რომლებიც კორეაში მუშაობენ.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს როგორც საქართველო-კორეის ისტორიული, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის განხილვას, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების როლს სხვადასხვა სფეროში.

პროექტის მიზანია ქართველ და კორეელ სტუდენტთა მეტად დაახლოება და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. პროგრამა.

სამუშაო ენა: ინგლისური

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქუჩა N1

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები