ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველო სოლიდარობას უცხადებს ლიბანს

ღონისძიებები

საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის ქართული წარმომადგენლობა ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გეგმავს ლიბანისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.  

გასული წლის 4 აგვისტოს საშინელმა აფეთქებამ ბეირუთის პორტში ორასამდე მოქალაქე შეიწირა.

გადავწყვიტეთ, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ლიბანს, ერთ-ერთ ფრანკოფონულ ქვეყანას. ღონისძიების სათაურია Le Liban à l’honneur. La Géorgie solidaire avec le Liban (პატივს მივაგებთ ლიბანს. საქართველო სოლიდარობას უცხადებს ლიბანს).

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, რომლებიც გაგაცნობენ ლიბანის ისტორიას, არქიტექტურას, მხატვრობას, ლიტერატურას, მუსიკას, ქვეყნის ტურისტულ ადგილებს.

ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება ფრანგულენოვანი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრ ნაჯარი, რომლის მრავალმხრივი შემოქმედება და საქმიანობა გასულ წელს აღინიშნა ორი მნიშვნელოვანი პრემიით– ფრანგული რენესანსის ოქროს მედლითა და საფრანგეთის აკადემიის ფრანკოფონიის დიდი პრიზით.

პროფესორები და სტუდენტები ისაუბრებენ მწერლის რომანებსა და პოეზიაზე, წაიკითხავენ ნაწყვეტებს მათ მიერ წარმოდგენილი რომანებიდან.

ღონისძიების მონაწილეებსა და ფართო საზოგადოებას საშუალება ექნებათ მოისმინოს მის ლექსებზე შექმნილი მუსიკალური კომპოზიციები.

ღონისძიება გაიმართება ონლაინ , პლატფორმა ზუმის საშუალებით:https://bit.ly/3mru3k6

დრო: 2021 წლის 14 აპრილი, 17:00 საათი

ღონისძიებას დაესწრებიან: საპატიო სტუმრის სტატუსით, ფრანგულენოვანი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრ ნაჯარი, ფრანგული რენესანსის საერთაშორისო პრეზიდენტიდენი ფადდა, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ლიბანის ელჩი სომხეთსა და საქართველოში მაია დაღერი, საქართველოს დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, ლიბანის უნივერსიტეტების პროფესორები.

ბანერები