ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა ნიდერლანდური ენის შესწავლისა და სასტიპენდიო პროგრამების შესახებ

ღონისძიებები

12 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებისთვის ონლაინ გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ნიდერლანდური ენის შესწავლისა და საზაფხულო სასტიპენდიო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი წევრია გლობალური ქსელისა, რომელიც აერთიანებს 300-ზე მეტ საერთაშორისო ცენტრს. ცენტრის წარჩინებულ სტუდენტებს ყოველწლიურად ეძლევათ შანსი, მოიპოვონ დაფინანსება ნიდერლანდური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებზე დასასწრებად.

სასტიპენდიო მიმართულებები და პირობები:

საზაფხულო კურსები მოიცავს როგორც ინტენსიურ სასწავლო პროგრამას, ასევე შემეცნებით ექსკურსიებსა და კულტურულ ღონისძიებებს:

  • ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტები – პროგრამებს უძღვებიან მოწვეული ნიდერლანდელი და ბელგიელი სპეციალისტები. მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა ენის ფლობის მინიმუმ A2 დონე.
  • გენტის უნივერსიტეტი (ბელგია) – კურსი „ენა, კულტურა და პროფესია“ განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც ფლობენ ნიდერლანდურ ენას მინიმუმ B1 დონეზე.

დაინტერესებული მსურველები შეხვედრაზე გაეცნობიან დეტალურ ინფორმაციას შერჩევის კრიტერიუმებისა და რეგისტრაციის ვადების შესახებ.

შეხვედრის ბმული: https://us05web.zoom.us/j/88052127441

Meeting ID: 880 5212 7441
Passcode: 1234567

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 12 თებერვალი, 14:00 საათი

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები