ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯის წარმომადგენელთან

ღონისძიებები

18 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ევროპის კოლეჯის წარმომადგენლის, ქალბატონი ნარგიზ აბდულაევას საინფორმაციო შეხვედრას. 

ევროპის კოლეჯი წარმოდგენილია ორი კამპუსით ბრიუგესა და ვარშავაში; უნივერსიტეტში შემოთავაზებულია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ევროპის კვლევების მიმართულებებით. პროგრამებს შორისაა:

  • ევროპის ეკონომიკის კვლევების სამაგისტრო პროგრამა

  • ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის კვლევების სამაგისტრო პროგრამა

  • ევროპული სამართლის სამაგისტრო პროგრამა (LLM)

  • ევროპული პოლიტიკისა და მართვის სამაგისტრო პროგრამა

ევროპის კოლეჯი დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს რამდენიმე სასტიპენდიო პროგრამას. 

საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია როგორც სასწავლო პროგრამების, ისე დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.

დეტალური ინფორმაცია ევროპის კოლეჯის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.coleurope.eu/

დრო: 18 ნოემბერი, 16:00 საათი.

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამუშაო ენა: ინგლისური.

დასწრება თავისუფალია.

ბანერები