ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო კონფერენცია „კათოლიკურ მისიათა მემკვიდრეობა. რელიგიური დაყოფა და კავშირები XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში”

ღონისძიებები

10-13 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „კათოლიკურ მისიათა მემკვიდრეობა. რელიგიური დაყოფა და კავშირები XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში“.

კონფერენციაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.

გვიანანტიკურობის ეპოქის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და ადრეული მოდერნულობის საქართველოს კათოლიკური მისიები თავიანთ ლიტურგიკულ პრაქტიკაში ეყრდნობოდნენ ერთსა და იმავე ტექსტურ კორპუსს — ბიბლიის ძველ ქართულ თარგმანებს, რომელთა პირველი ნიმუშები V საუკუნის ხელნაწერებით არის მოღწეული.

განსხვავებული კონფესიის ქრისტიანულ ეკლესიებში ერთიანი რელიგიური ტექსტური კორპუსის არსებობამ ფრაგმენტირებისა და დაკავშირებულობის საინტერესო მოდელი შექმნა, განსაკუთრებით შუა საუკუნეებიდან მოდერნულობის ეპოქამდე გარდამავალ პერიოდში. განსხვავებული ეპოქების ლიტურგიკულმა პრაქტიკამ და საქართველოში რელიგიური ინკულტურაციის სხვადასხვა ეტაპმა უდიდესი როლი ითამაშა ქართული ენის ემანსიპაციის, მისი სოციალური და საზოგადოებრივი ფუნქციების განვითარებაში. ფრაგმენტულობისა და დაკავშირებულობის ტენდენციებს გარკვეულ ელფერს სძენდა საქართველოს კათოლიკურ მისიებში ღვთისმსახურების სამი წესის თანაარსებობა, ესენია: Rito Latino, Rito Armenio Catolico, Rito Georgiano Catolico.

კონფერენციის ძირითადი თემები:

  • აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიები
  • მისიონერული ლინგვისტიკა და კათოლიკურ მისიათა ტექსტუალური მემკვიდრეობა
  • კათოლიკური ინკულტურაციის პროცესები ადრეული გლობალური ისტორიისა და მოდერნულობის პერსპექტივიდან

კონფერენციაში მონაწილეობისთვის აბსტრაქტი (დაახლოებით 300 სიტყვა) და curriculum vitae გაგზავნეთ ელფოსტაზე: lecamiconference@iliauni.edu.ge

აბსტრაქტების წარმოდგენის ვადა — 16 ივნისი

აბსტრაქტების შერჩევის ვადა — 23 ივნისი

კონფერენციის სამუშაო ენები — ქართული, ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

დამატებითი კითხვებისთვის: lecamiconference@iliauni.edu.ge

2024

ბანერები