საერთაშორისო კონფერენცია International Academic Conference on Social Problems
ღონისძიებები
10 ივნისს, 11:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია International Academic Conference on Social Problems.
კონფერენციას აქვს „პანევროპული“ მიმართულება, ყოველ წელს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. წელს მისი ჩატარება გადაწყდა საქართველოში ილიას უნივერსიტეტის ეგიდით.
კონფერენციის ორგანიზატორები: პროფ. პიოტრ ნოვაკოვსკი (რჟეშოვის უნივერსიტეტი, პოლონეთი), პროფ. მალხაზ მაყაშვილი (ილიას უნივერსიტეტი, საქართველო).
საკითხები:
-
საზოგადოებრივი პრობლემები, რომლებიც იწვევს საზოგადოების წევრების გამიჯვნას საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან: კომუნალიზმი, კასტეიზმი, რეგიონალიზმი, სიღარიბე.
-
საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის ხელისშემშლელი ფაქტორები: წამალდამოკიდებულება, ალკოჰოლიზმი, მენტალური დაავადებები, პროსტიტუცია, ვანდალიზმი და სხვ.
პოლონელი პროფესორები Dr. Piotr Nowakowski (რჟეშოვის უნივერსიტეტი, ლუბლინი), Dr. Mateusz Szast (კრაკოვის პედაგოგიური უნივერსიტეტი), Prof. Robert Ptaszek (იოანე პავლე მეორის კათოლიკური უნივერსიტეტი, ლუბლინი), Dr. Lukas Szwejka (იაგელონიის უნივერსიტეტი, კრაკოვი), Mariusz Gajewski, PhD (კრაკოვის იოანე პავლე მეორის პონფიკური უნივერსიტეტი), Prof. Zofia Dołęga, Hab. PhD (კატოვიცეს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა), Anna Zbrożyna-Tutak, MA (იოანე პავლე მეორის კათოლიკური უნივერსიტეტი, ლუბლინი) წაიკითხავენ მოხსენებებს შემდეგ თემებზე:
-
Loneliness of children and adolescents: psychological, pedagogical and existential perspective
-
Religious challenges facing modern European societies
-
Drifting individuals: the problem of identity of modern migrating man based on the field research conducted in Ireland
-
Major premises of the governmental Mum 4+ program in Poland
-
Social control mechanisms and stigmatization
-
Patriotic values education based on the experiences of Public Elementary School No. 11 in Stalowa Wola
კონფერენციაში მონაწილეობა და მოხსენების წაკითხვა შეუძლიათ ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტებსა და პროფესორებს.
მსურველებს გთხოვთ, რეგისტრაციის გასავლელად დაუკავშირდეთ კონფერენციის ორგანიზატორს malkhaz_makashvili@iliauni.edu.ge
ამავე მისამართზე უნდა გაიგზავნოს მოხსენების გაფართოებული რეზიუმე ინგლისურ ენაზე.
რეზიუმეს სტრუქტურა: 600 ან მეტი ნიშანი, 1. სათაური, ავტორების გვარები და ინიციალი, სამუშაო ადგილი და მომხსენებლის ფოსტის მისამართი (არ შედის 600 ნიშანში); 2. პრობლემის მოკლე დახასიათება; 3. მეთოდი; 4. შედეგები; 5. დისკუსია და დასკვნა. რეზიუმეს ნუ დაურთავთ ლიტერატურის სიას; შრიფტი Times New Roman, 11, 1.5
მოხსენებებს შეარჩევს კონფერენციის აკადემიური კომიტეტი (პროფ. ნოვაკოვსკი, პროფ. მაყაშვილი).
საუკეთესო მოხსენებები, სტატიად გაფორმებული (ინგლისურ ენაზე), უფასოდ დაიბეჭდება პოპონურ სამეცნიერო ჟურნალში.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 10 ივნისი, 11:30 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილისგამზ. N3/5), ილიასსახელმწიფოუნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
2019 წელი