ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია: კულტურა, ისტორია, პოლიტიკა“

ღონისძიებები

19 დეკემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიხსნება გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია: კულტურა, ისტორია, პოლიტიკა“, მიძღვნილი აკადემიკოს გიორგი წერეთლის დაბადებიდან 120-ე წლისთავისა და აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის დაბადებიდან 95-ე წლისთავისადმი. კონფერენცია გაიმართება 20 და 21 დეკემბერს.

21 დეკემბერს ასევე ჩატარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოსა და სომხეთის პერცეფცია დასავლურ და აღმოსავლურ წყაროებში (შუა საუკუნეებსა და ადრეულ ახალ დროში“ (FR-23-10274-1) პირველი წლის შედეგებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა, ხოლო 22-23 დეკემბერს – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თბილისის ეთნორელიგიური მოზაიკა (1801-1921)“ ( FR- 21-8081) შემაჯამებელი საერთაშორისო კონფერენცია.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური 

დრო: 19-21 დეკემბერი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: 19 დეკემბერი – T102 აუდიტორია, 20-21 დეკემბერი – S201-202 აუდიტორია

დასწრება თავისუფალია. 

2024

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები