ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინარული კვლევა და დოკუმენტირება“

ღონისძიებები

24 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქ. თბილისის უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინარული კვლევა და დოკუმენტირება“ (FR-23-6740) ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია. 

უზნაძის ქუჩის არქიტექტურა, რომელიც XIX საუკუნის II ნახევრიდან XXI საუკუნის ჩათვლით თარიღდება, თბილისის ურბანული მემკვიდრეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობებს მოიცავს. 

საჯარო ლექციაზე წარმოდგენილი იქნება სახელოვნებათმცოდნეო და საველე კვლევის ფარგლებში ფოტოგრამეტრიის მეთოდის გამოყენებით შესრულებული არქიტექტურული დოკუმენტაცია, საარქივო წყაროების შესწავლის შედეგად მოპოვებული ახალი მასალა, სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგები. 

მომხსენებლები: გიორგი ფარცხალაძე, თათია ღვინერია, დავით ნიორაძე, ეკა კიკნაძე.  

სამუშაო ენა: ქართული 

დრო: 24 დეკემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 

დასწრება თავისუფალია. 

2024

 

ბანერები