ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „ქართული სარესტორნო ბიზნესი“

ღონისძიებები

26 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში ილიაუნის ლექტორის, დალილა ცატავას ხელმძღვანელობით გაიმართება ლექცია/დისკუსია თემაზე „ქართული სარესტორნო ბიზნესი“.

სტუდენტებს გამოცდილებას გაუზიარებენ ქართული  სარესტორნო ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები:

  1. დალილა ცატავა, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი;
  2. გურამ ბაღდოშვილი - რესტორატორი და ბრენდშეფი,  ტელესახე რესტორნისა  „ჩვენი“, „ოვალი“, „ტაი ტაი“;
  3. ლევან კობიაშვილი   საქართველოს კულინარიის ფედერაციის თავმჯდომარე, რესტორატორი, ბრენდშეფი;
  4. კოტე გაბრიჭიძე - რესტორატორი,  რესტორნების  „შტელცე“, „ორი ნაბიჯი თავისუფლებამდე“ დამფუძნებელი;
  5. მიშა ავსჯანიშვილი - ტელეწამყვანი, შეფი;
  6. მია  კუპრავა - საერთაშორისო გასტრონომიული გზამკვლევის Gault&Millau საქართველო აღმასრულებელი დირექტორი;
  7. ქეთი კვიჭიძე - გასტრონომიის მკვლევარი, გასტრონომიის ბიზნესასოციაციის დამფუძნებელი;
  8. შოთა ბურჯანაძე - რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე;
  9. მერიკო გუბელაძე - რესტორატორი, შეფი, ტელესახე რესტორნებისა: „შავი ლომი“, „კაკლები“, „ნინიას ბაღი“, კაფე „ლეილას“ დამფუძნებელი;
  10. ანდრია ქურასბედიანი - რესტორნის „ბარბარესთან“ დამფუძნებელი; 
  11. ეკატერინე ჯალაღონია - სარესტორნო ქსელის „მეგრული სახლი“ დამფუძნებელი.

შეხვედრის მიზანია სტუდენტებმა უფრო ახლოს გაიცნონ ცნობილი რესტორატორები, გაიგონ თუ რა მნიშვნელობა აქვს გასტრონომიულ ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს -გზამკვლევებს, გასტრონომიულ კონგრესებს, ფესტივალებსა და გამოფენებს, სატელევიზიო შოუებს და ა.შ.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 26 აპრილი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები