ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „ეპიგრაფიკის კვლევა ციფრული რევოლუციის ხანაში“

ღონისძიებები

7 ნოემბერს,19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში თამარ კალხიტაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ეპიგრაფიკის კვლევა ციფრული რევოლუციის ხანაში“.

თემის მოკლე აღწერა

ეპიგრაფიკული ძეგლები დღევანდელი მსოფლიოს და მისი ისტორიული წარსულის გასააზრებლად ფუნდამენტური წყაროა. ის, რაც ვიცით ისტორიის, ლიტერატურის თუ ენის შესახებ, წერილობითი წყაროებიდან ვიცით. ეპიგრაფიკის კვლევის საგანი „ზედწერილი“ ძეგლებია, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა კულტურული, რელიგიური თუ გავლენის სფეროების მარკირებისთვის და ამდენად, განსხვავებით წერილობითი წყაროების შემსწავლელი სხვა დიციპლინებისაგან (დიპლომატიკა, კოდიკოლოგია, სიგილოგრაფია et cet.), ეპიგრაფიკული კვლევის მნიშვნელოვან ასპექტს სწორედ დამწერლობის, როგორც ტექნოლოგიის, გამოყენების გააზრება წარმოადგენს, მით უფრო, რომ ეს ტექნოლოგია დღევანდელობის, ციფრული რევოლუციის მთავარი „მოქმედი გმირია“. საკვლევი წყაროების ელექტრონული დოკუმენტირებისა და კვლევის ახალი მეთოდების განვითარებასთან ერთად ციფრულ ეპიგრაფიკას გაუჩნდა შესაძლებლობა ზემოჩამოთვლილი „მონიშნული“ ისტორიული შრეების დოკუმენტირების (მარკირების), ბმულებით დაკავშირების (ე.წ. Linked data), ვიზუალიზებისა და კვლევისათვის.  ლექციაზე მიმოვიხილავთ ამ შესაძლებლობებს.

მომხსენებლის შესახებ

თამარ კალხიტაშვილი გამოყენებითი ლინგვისტიკის მაგისტრი და ციფრული ჰუმანიტარიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტია. 2014 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში, კოორდინაციას უწევდა საუნივერსიტეტო პროექტს „საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი“, მონაწილეობდა სხვადასხვა დროს ციფრული გამოცემის სტანდარტის თანაავტორების მიერ (გაბრიელ ბოდარი, შარლოტა ტაპმანი) ორგანიზებულ უორკშოპებში (ლონდონი, 2014). 2018 წლის 9-14 სექტემბერს გაიარა ციფრული გამიცემის საზაფხულო სკოლა ოქსფორდში, 2019 წლის 9-14 სექტემბერს უძღვებოდა EpiDoc-ის ვორკშოპს ციურიხის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში.

დრო:  7 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები