„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები: პროგრესისა და გამოწვევების შეფასება“ – ტომ კიტინგის საჯარო ლექცია
ღონისძიებები
20 ნოემბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის RISS ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება RUSI-ის (Royal United Services Institute) ფინანსური დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევების ცენტრის დირექტორის, ტომ კიტინგის საჯარო ლექცია „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები: პროგრესისა და გამოწვევების შეფასება“.
RUSI, მსოფლიოს უძველესი და ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანული ანალიტიკური ორგანიზაცია, მსოფლიო ლიდერებს სთავაზობს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიის წამყვან პლატფორმას. RISS საქართველოში დაფუძნებული თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებზე ფოკუსირებული ინსტიტუტია, რომელიც RUSI-ისთან პარტნიორობით ოპერირებს.
მომხსენებლის შესახებ
ტომ კიტინგი RUSI-ის ფინანსური დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევების ცენტრის (CFCS) დამფუძნებელი დირექტორია,ასევე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სპეციალური მრჩეველი ფინანსური დანაშაულის საკითხებში. მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით King’s College-ში მოიპოვა.
დამატებითი ინფორმაცია ტომ კიტინგის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.rusi.org/people/keatinge
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 20 ნოემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2023