ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი დისკუსია და კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ გამარჯვებულთა დაჯილდოება
დისკუსიები
16 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T101 აუდიტორიაში ილიაუნის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამართავს საჯარო დისკუსიას „რას ფიქრობენ ქართველი ახალგაზრდები თანამედროვე ქართულ ენაში მიმდინარე პროცესებზე“.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საგანს „ლექსიკოგრაფიის შესავალი“, ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები და თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ამავე დღეს დააჯილდოებენ ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრისა და უნილაბის ორგანიზებით გამართული კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ მესამე ტურის გამარჯვებულებს.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 16 აპრილი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური კორპუსი (T) 101-ე აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.
2024