ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ სულხან მუხიგულაშვილისა და ასისტენტ-პროფესორ მარიამ მანჯიკაშვილის საჯარო მოხსენებები

სემინარები

31 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში პროფესორი სულხან მუხიგულაშვილი და ასისტენტ-პროფესორი მარიამ მანჯიკაშვილი წაიკითხავენ საჯარო მოხსენებებს.

  • 17:00 საათზე პროფესორი სულხან მუხიგულაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „პერიოდული ამოცანა მაღალი რიგის გადახრილ არგუმენტებიანი დიფერენციალური განტოლებებისთვის“.
  • 18:00 საათზე ასისტენტ-პროფესორი მარიამ მანჯიკაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „არაოსცილაციურობის აუცილებელი და საკმარისი პირობები მეოთხე რიგის წრფივი ჩვეულებრი დიფერენციალური განტოლებებისთვის“.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 31 მაისი, 17:00 და 18:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები