


პროფესორ აქსელ გოსრის საჯარო ლექციები
ღონისძიებები
13 და 15 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში ლუვენ-ლა-ნოვის უნივერსიტეტის პროფესორი აქსელ გოსრი აკადემიური პერსონალისთვის წაიკითხავს ორ ლექციას პოლიტიკის ფილოსოფიისა და ეთიკის სამართლიანობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ლექციების თემატიკა ეფუძნება მის წიგნს “What is Intergenerational Justice?“ (Polity, 2023).
ლექციებზე რეგისტრაციისა და საკითხავი მასალისთვის დაუკავშირდით თამაზ თოხაძეს: tamaz_tokhadze@iliauni.edu.ge
ილიაუნის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომელთა კვლევა დაკავშირებულია პროფესორ გოსრის კვლევით ინტერესებთან, შეუძლიათ გამოგზავნონ ერთგვერდიანი ინგლისურენოვანი აბსტრაქტი თავიანთი კვლევის შესახებ. ისინი მიიღებენ უკუკავშირს პროფესორ გოსრისგან.
დაინტერესების შემთხვევაში წერილი გაუგზავნეთ თამაზ თოხაძეს.
პროფესორ გოსრის მინიჭებული აქვს აკადემიური ხარისხი სამართალში (B.A. St. Louis and Louvain), ასევე გარემოს დაცვის სამართალსა (LL.M., University of London, 1996) და ფილოსოფიაში (PhD., 2000, Louvain, Dopp Prize 2001). მისი ძირითადი კვლევითი ინტერესებია პოლიტიკის ფილოსოფია და ეკონომიკური და სოციალური ეთიკა. იგი არის სამი წიგნის ავტორი, მათ შორისაა: “What is Intergenerational Justice?“ (Polity, 2023), “La justice climatique“ (PUF, 2024, თანაავტორი P. André) და ხუთი წიგნის რედაქტორი, მათ შორისაა: “Ageing without Ageism?“ (OUP, 2023, თანაავტორი G. Bognar), “Institutions for Future Generations“ (OUP, 2016, თანაავტორი I. Gonzalez-Ricoy).
პუბლიკაციების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მის გვერდს Google Scholar-ზე.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 13, 15 მაისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
2025