პროექტი „ერთად თანასწორობისთვის"
ღონისძიებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება კამპანიას „მე ვირჩევ თანასწორობას“ და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "ერთად თანასწორობისთვის", რომლის მიზანია სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და ტოლერანტული გარემოს გაძლიერება სტუდენტ ახალგაზრდებში, მულტიკულტურული საზოგადოების პატივისცემა.
პროექტის ფარგლებში 18 მაისს, 15:00 გაიმართება ონლაინ შეხვედრა-დისკუსია პრემიერ მინისტრის მრჩეველთან ადამიანთა უფლებების საკითხებში ქ-ნ ლელა აქიაშვილთან.
შეხვედრა ეძღვნება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.
შეხვედრა განხორციელდება პროგრამა zoom-ით.
შეხვედრის ლინკი:
https://us02web.zoom.us/j/85776103008
ღონისძიება ტარდება კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ მხარდაჭერით, რომელიც მიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში.