ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პანელური დისკუსია „საქართველოს ევროპული გზა: მედეგობა ევროკავშირთან ინტეგრაციის კონტექსტში“

ღონისძიებები

8 თებერვალს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პანელური დისკუსია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და მკვლევრებთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკის მეცნიერები, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები, ტანია ბიორცელი და თომას რისე.

პანელის მონაწილეები აკადემიურ ჭრილში მიმოიხილავენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის: ევროკავშირთან დაახლოების გავლენას საქართველოში რეფორმების დინამიკაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გეოპოლიტიკური ასპექტებს, პროდასავლურ და ანტიდასავლურ აქტორებს საქართველოში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და გამოწვევებს ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების/ინტეგრაციის გზაზე.

ღონისძიება იმართება ევროკავშირის პროექტის ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში ფარგლებში.

ღონისძიების დეტალური დღის წესრიგი: https://shorturl.at/pzBFM

ღონისძების ჩატარების ადგილი და დრო: წიგნის სახლი ლიგამუსი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32); 8 თებერვალი,  16:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

2024

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები